Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ადამიანი შვილს შვილიშვილობამდე და თვით შვილიშვილის შვილამდეც კი გასდევს თავისი დაუღლელი თუ დაღლილი მშობლისეული სიყვარულით, თუკი წუთისოფელი საამისო დროს მისცემს და დაჟურული საწუთროს ზარს არ ჩამოუკრავს. თუმცა, არა, ადამიანიც იღლება სიყვარულით, რადგან იგი, ადამიანი, ძალიან დიდხანს ცოცხლობს იმისათვის, რომ ნებისმიერი, თვით მშობლისეული სიყვარულით არ დაიღალოს. საშინელია ყოველი სიყვარულით, განსაკუთრებით კი მშობლისეული სიყვარულით დაღლა. ადამიანის სიცოცხლე მაშინ სრულდება, როცა შეიგრძნობს, რომ მისი სიყვარული შვილს აღარ სჭირდება და წუთისოფლის შარაზე თავისივე მონაგარს ფეხებში ებლანდება.
ამიტომაც მამაშვილური სიკეთის ხვნა-თესვა კაცმა ისე უნდა წარმართო, რომ სათესი უდროოდ არ გამოგელიოს ამ დაუსრულებელ ცხოვრებისეულ ხვნა-თესვაში, თორემ უთესლო მხვნელ-მთესველი აღარავის ეპიტნავება, არცა ცოცხალი და აღარცა მიცვალებული”.