„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ზოგჯერ ეჭვი საკუთარი თავის შებღალვაა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხვარს რომ ვეფხვის ბრჭყალები გამოესხას, ისიც სასტიკი შეიქმნება ვეფხვივით”.
* * *
„ზოგიერთს გულში ყურზე უკეთესი სმენა აქვს”.
* * *
„მხოლოდ ბოროტთა საცქერია დღეს ეს ქვეყანა!”
* * *
„რა მკურნალია ის, ვინც სიკვდილით მოაშორებს სენს თავის ავადმყოფს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბრბოს საკუთარი თავი არ აქვს”.
* * *
„იმაზედ მეტად ვინ დაწყევლის გველს, როცა გველად ის გაჩენილა”.
* * *
„კაცი სანდოა მყარ ყოფაში, არევის ჟამს კი ყველა ახალ ბედს ეძებს. გლეხი მეფობას ითხოვს, მეფე ირჩევს მშვიდ გლახაკობას. წმინდანი იწყებს უწმაწურობას, ბილწი იხვეჭს წმინდანის სახელს”.
* * *
„გამარჯვებულად ითქმის ყველა, ვინც ბოროტს ებრძვის…”
* * *
„ღვთის წყალობა ყველას”. – (ავტორი გენია.ჯი)