ვიქტორ-მარი ჰიუგო – “ლოცვა”

ევედრებიან.

ვის?

ღმერთს.

რას ნიშნავს სიტყვა – ვედრება ღვთისა?

არის თუ არა უსაზღვრო ჩვენს გარეთ?

მუდმივი არის ეს უსაზღვრო,უცვლელი,უთუოდ არსებითი,რადგან უსაზღვროა და, მასალა რომ არ ჰქონდეს,ხომ მოსაზღვრულიღა იქნებოდა.აღძრავს თუ არა ეს ჩვენში უსაზღვრო იდეას არსისას,როდესაც ჩვენში მხოლოდ არსებობის იდეას ვპოვებთ? სხვა სიტყვით რომ ვთქვათ,განა აბსოლუტური არ არის იგივე უსაზღვრო,რომლისაც ჩვენ მხოლოდ შესაბამი ვართ? (ავტორი გენია.ჯი)

და თუ არსებობს უსაზღვრო ჩვენ გარეშე,განა ჩვენში კი არ არის იგივე უსაზღვრო! განა არ ფარავს ერთმანეთს ეს ორი უსაზღვრო? განა არ არის მეორე უსაზღვრო პირველის ქვემომდევნო? განა მეორე უსაზღვრო პირველის სარკე არ არის,მისი ანარეკლი,მისი გამოხმობა,კონცენტრული უფსკრული უსაზღვრო მეორე უფსკრულისა? და ეს მეორე უსაზღვრო,ისიც გონიერია,როგორც პირველი? ფიქრობს ეს მეორე უსაზღვრო? ხედავს? უყვარს? და თუ ეს ორი უსაზღვრო გონიერია,მაშ თავისი სასურველი პრინციპი აქვს ერთსაც და მეორესაც, და, მაშასადამე,არსებობს ერთი “მე” ზეციურ უსაზღვროში და არსებობს ერთი “მე” ქვეყნიურ უსაზღვროში.”მე”-  ქვეყნიური არის სული.”მე” – ზეციური არის ღმერთი.

ქვეყნიური უსაზღვრო თავის ფიქრით რომ შეეხება ზეციურ უსაზღვროს,ამას ჰქვია ვედრება ღვთისა.

ნურაფერს ჩამოვაცილებთ ადამიანის გონებას.მავნებელია რაიმეს მოსპობა.საჭიროა შეკეთება და გარდაქმნა.ადამიანის ზოგი ნიჭი შეუცნობლისკენ,ღვთისკენ არის მიმართული; ფიქრი,ოცნება,ლოცვა.შეუცნობელი ოკეანეა.რა არის სინდისი? სინდისი შეუცნობელის კომპასია. (ავტორი გენია.ჯი) ფიქრი,ოცნება,ლოცვა – ეს არის სულის დიდებული,საიდუმლოებრივი გასხივოსნება.მაშ თაყვანი ვცეთ მათ.საით მიისწრაფვის ეს წმინდა შუქი სულისა? ჩრდილში ქრება და, მაშასადამე,სინათლისკენ მიისწრაფვის.

დემოკრატიის სიდიადე იმაშია,რომ არაფერს უარყოფს და არაფერს უგულებელყოფს კაცობრიობისას.ადამიანის უფლებებთან ერთად,მათ გვერდით მაინც,არის აგრეთვე სულის უფლებები.

აღმოვფხვრათ ფანატიზმი და თაყვანი ვცეთ უსაზღვროს, – ეს არის კანონი. (ავტორი გენია.ჯი) ნუ ვიკმარებთ მუხლმოყრას ქვეყნის შემქმნელის წინაშე და მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავთა ციალით ტკბობას.ნუ ვუღალატებთ ჩვენს მოვალეობას; უნდა გავწმინდოთ ადამიანის სული,დავიფაროთ საიდუმლო სასწაულისგან,ვაღმერთოთ შეუცნობელი,განვდევნოთ აბსურდი,გავწმინდოთ მრწამსი და ჩამოვაცილოთ სარწმუნოებას დრომოჭმული ცრუმორწმუნოება; ჩამოვაცილოთ ღმერთს მატლი.