ამონარიდები ნინო ნაკაშიძის პიესიდან – „ვინ არის დამნაშავე”
„ – ეჰეი, აგინს უყურე ვინცხამ! ამის დროია ახლა?
- რავა, ცოლის კოცნასაც დროი უნდა, ნენავ?
- დროი უნდა, დროი. მე და ცხონებულმა მამაშენმა ოცდაათი წელიწადი ვიცხოვრეთ ერთად და ჩვენი კოცნა სულიერ ადამიანს არ უნახავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბევრი გაქ, თუ პაწაი გაქ, შენ კერიასთან უნდა იყო კაცი”.
* * *
„ძველი ამბავია. კაცი რაისაც ღირსია, იგი დიემართება”.
* * *
„უკაცობა ძნელია ოჯახში”.
* * *
„ – ჩვენი არაფერი არაა თურმე ამ ქვეყანაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – კაცს არ უნდა აწყენინო, გული არ უნდა მოუკლა, რაა სიცოცხლე? მე დამავიწყდა რამდენი წლის ვარ. აღარ მახსოვს ნახევარზე მეტი, რაც მინახავს და გამომიცდია, და ადამიანის კაი გული ღვთის მცნებასავით ჩამრჩა გულში. ავი კი, რავარც ჯოჯოხეთის ეშმაკის მცნება, მაშინებდა ყოველთვის. ადამიანი მგზავრია, ბაბუავ, ამ ქვეყნათ, აგი უნდა მუდამ ახსოვდეს კაცს; მარა სადაა?.. ახლა რომ გამახსენდება, მიკვირს, რა პაწაი რამის გულიზა ასტეხენ ხოლმე ჩხუბს. ერთჯელ, არ დაიჯერებ, თიხის ქოთნის გულიზა კინაღამ დახოცეს ერთმანეთი მახობამ და გაბილამ. ქალმა ქალს თურმე ქოთანი ათხუა და გუუტეხა. ამაზე ასტეხეს კორიანტელი, ქმრებიც აჰყვნენ, მთელმა სოფელმა მეიყარა თავი ყვირილზე და ძლივაი დავაშოშმინეთ… არა, გული არ უნდა გაუტეხო კაცს”.
* * *
„ – უნდა იცოდე, რომ ყორიფელს ადამიანის გული ჯობს”.
* * *
„ – არა, აჰ, ახლანდელი ქალები და კაცებიც რაცხა სხვანაირები არიან, უზრუნველები”.
* * *
„ხანდახან კაცს სული წასძლევს და გულს მეიფხანს თქმით…”
* * *
„ – ნამეტანი, ნენავ და შვილო, არაფერი არ ვარგა”. – (ავტორი გენია.ჯი)