სუმო – „ეპიზოდი”
იაპონური ეროვნული სპორტის სახეობა – სუმო, უამრავი უცნაური წესით გამორჩეული უძველესი პოპულარული სპორტული ორთაბრძოლაა. ერთ-ერთი ასეთი უცნაურობა ასევე დაკავშირებულია სუმოს სპორტული ღონისძიების მსაჯებთანაც. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ, სუმოს ორთაბრძოლების განმსჯელი მსაჯები ვალდებულნი არიან თითოეული სპორტული დაპირისპირების ჟამს თან იქონიონ სატევარი, რომელსაც „ამომავალი მზის” ქვეყნის შვილები – „ტანტოდ” ანუ „მოკლე მახვილად” მოიხსენიებენ. იმ შემთხვევაში, თუ მსაჯი შეცდომას დაუშვებს (თუნდაც მისდა უნებურად) და გამარჯვებას არამართებულად მიანიჭებს ამა თუ იმ სუმოისტს, იგი ვალდებული ხდება, წელზე შემორტყმული „მოკლე მახვილით” საყოველთაოდ ცნობილი რიტუალური თვითმკვლელობის – სეპუკუს საშინელი აქტი ჩაიდინოს… გარდა ტანტოსი, სუმოს ორთაბრძოლების არბიტრი მარჯვენა ხელით ასევე ატარებს ხის მარაოს, სახელწოდებით – „გუნბაი”, რომელსაც იგი დაპირისპირების შემდეგ გამარჯვებულისაკენ მიმართავს უცილობლად. ცნობისათვის, ისტორიის ადრეულ ეტაპებზე სწორედ მარაოს მეშვეობით აძლევდნენ შეტევაზე გადასვლის ბრძანებას იაპონელი ოფიცრები თავის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარისკაცებს. – (ავტორი გენია.ჯი)