ხოსე რაულ კაპაბლანკა – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი კუბელი მოჭადრაკისა და ჭადრაკში მე-3 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულის – ხოსე რაულ კაპაბლანკას უმშვენიერესი გარეგნობის მქონე რუს მეუღლეს – ოლგა ჩეგოდაევას, ვისაც ცნობისათვის, მთელი ოცი წლის განმავლობაში თბილისში მოუხდა ცხოვრება, მამის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო, ცნობილი რუსი პოეტი-სიმბოლისტი – კონსტანტინე ბალმონტი მეტად მრავლისმეტყველი თიკუნით – „მზიანი გოგონა”-თი მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი) გენიალური მოჭადრაკე ქმრისგან განსხვავებით, ოლგა ამ დიდებულ ინტელექტუალურ თამაშში საერთოდ ვერ ერკვეოდა. მიუხედავად ამისა, იგი ყოველ ტურნირზე თან ახლდა სახელოვან მეუღლეს. ერთხელ მისთვის უკითხავთ კიდეც – „ნუთუ თქვენთვის მოსაწყენი არაა, უყუროთ თამაშს, რომლისიც საერთოდ არაფერი გაგეგებათო?” – რაზედაც ოლგას უპასუხია – „ასეთ შემთხვევაში თვალს ვადევნებ არა თამაშს, არამედ ხოსეს სახეს, რომლისგანაც ვადგენ, როგორ მიდის მისი საქმეები საჭადრაკო დაფაზეო”. – (ავტორი გენია.ჯი)