კლემენტინა ჩერჩილი – „ეპიზოდი”
„არასოდეს აიძულოთ ქმარი დაგეთანხმოთ რაიმეზე. თქვენ უფრო მეტს მიაღწევთ, თუ მშვიდად განაგრძობთ თქვენი რწმენის დაცვას და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ საკუთარი თვალით იხილავთ, როგორ მიდის თქვენი მეუღლე მშვიდად იმ დასკვნამდე, რომ მართალი ხართ”. - ამ სიტყვებით სრულად გამოხატა თავისი დამოკიდებულება და ღრმა პატივისცემა საკუთარი ქმრის, ლეგენდად ქცეული ბრიტანელი პოლიტიკოსის – სერ უინსტონ ჩერჩილის მიმართ – კლემენტინა ჩერჩილმა. (ავტორი გენია.ჯი) საკუთარი თავისა და ქმრის პატივისცემის ნაზავმა, რასაც თან ერთვოდა სიბრძნე და გამძლეობა, ჩერჩილების წყვილს საშუალება მისცა მთელი 57 წლის განმავლობაში თანაეცხოვრა იდილიურად და ბედნიერად. სხარტი გონების მქონე კლემენტინა ერთობ მშვიდად რეაგირებდა უინსტონის მამაკაცურ სისუსტეებზე. მაგალითად ისეთებზე, როგორებიც გახლავან – ვისკი და სიგარა. ამიტომაც აღუნიშნავს თავისი ცხოვრების დაისის ჟამს მყოფ ლეგენდარულ ბრიტანელ პრემიერს – „ჩემი დაქორწინება ყველაზე ბედნიერი და მხიარული მოვლენა გახლდათ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)