დეივიდ დუხოვნი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე პოპულარული ამერიკელი კინომსახიობი – დეივიდ დუხოვნი, ვინაც სახელი ტელესერიალ „საიდუმლო მასალები”-დან გაითქვა განსაკუთრებით, ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ერუდირებულ და ინტელექტუალურ პერსონად გახლავთ მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) სკოლის წარმატებით დასრულების შემდგომ დეივიდმა სწავლა პრესტონის პრესტიჟულ უნივერსიტეტში განაგრძო. ამ მხრივ, წიგნის მოყვარული და ცოდნის შეძენას მოწყურებული მომავალი მსახიობი პედაგოგი დედის გზას დაადგა. მოგვიანებით, წარმატებული სტუდენტი იელის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხს იღებს ინგლისურ ლიტერატურაში. დეივიდის ახლობლები იმაშიც კი იყვნენ დარწმუნებულები, რომ დუხოვნის თავისუფლად შეეძლო მეცნიერი გამხდარიყო. ის დისერტაციის დაცვისთვისაც ემზადებოდა, რაც მას ფილოსოფიის დოქტორის საპატიო ხარისხსაც შესძენდა, თუმცა ამაში მას ხელი ეკონომიკურმა სიდუხჭირემ შეუშალა. იმ პერიოდში, დუხოვნი უფულობის გამო იძულებული იყო ისეთი საქმიანობებით დაკავებულიყო, როგორებიცაა – მიმტანობა, ყარაულობა, პროდუქტების დისტრიბუცია და სხვა. თუმცა კი, სამი წიგნის დაწერა და გამოქვეყნება მაინც მოახერხა და მოასწრო, სანამ სამსახიობო კარიერას შეუდგებოდა.
თავად დეივიდს ერთობ საინტერესო წარმოდგენა გააჩნია განათლებასა და ცოდნაზე: „სწავლა-განათლება მართლაც რომ შესანიშნავი რამ გახლავთ, მაგრამ არ ღირს ამით თავის მოწონება. შენ შეგიძლია წაიკითხო ყველა წიგნი, რაც კი ამქვეყნად დაწერილა, უყურო ყველა ფილმს, რაც კი აქამდე გადაუღიათ და მიიღოთ დიდებული განათლება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მოიძებნება ისეთი ადამიანიც, რომელსაც არასოდეს არაფერი არ წაუკითხავს და მიუხედავად ამისა, გაცილებით მეტი იცის, ვიდრე შენ”. – (ავტორი გენია.ჯი)