„ინდური დემოკრატიის შავ-ბნელი წლები”
ინდოეთში დღემდე არ უყვარს ხალხს გახსენება იმ ავადსახსენებელი პერიოდისა, რომელიც „ინდური დემოკრატიის შავ-ბნელი წლები”-ს სახელით დამკვიდრდა ამ უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) შობადობის წინააღმდეგ ბრძოლამ ინდოეთში ჯერ კიდევ 1940-იანი წლების შუა ნახევარში აიღო სათავე. „ცოტა – შვილები, ბევრი – საკვები” – ასეთი გახლდათ მაშინდელი ლოზუნგი.
იმისათვის, რომ ხელისუფლებაში ახლად მოსული ინდირა განდი ინფლაციის მაღალი დონით უკმაყოფილო პოლიტიკურ ოპოზიციასა და მაღალ ფასებს გამკლავებოდა, მან ქვეყანაში საგანგებო ზომების მიღება დაიწყო. ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილი ზემოაღნიშნული პრობლემების გადაწყვეტისა მას შობადობის შემცირებაში ესახებოდა. შედეგად, ინდირა განდიმ საკუთარ ვაჟს – სანჯი განდის უბრძანა, პირადად აეღო პასუხისმგებლობა ინდოეთში შობადობის შემცირების საკითხში. იმ მეთოდებს კი, რაც სახელმწიფო მაღალჩინოსანი დედისაგან უფლებამინიჭებულმა სანჯიმ მიმართა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის დროს, მოგვიანებით ხალხმა – „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ომი” უწოდა.
იმისათვის, რომ ინდოეთის მოსახლეობაში შობადობა მაქსიმალურად შემცირებულიყო, სინჯის ბრძანებით სოფლის მაცხოვრებელი ღარიბი მამაკაცები იძულებით (ხშირ შემთხვევაში ძალადობითაც) მიჰყავდათ ადგილობრივ საავადმყოფოებში, სადაც მათ მედიკოსები ვაზექტომიას (სტერილიზაციას) უტარებდნენ. და, რადგანაც ასეთი სახის ოპერაციები ნაჩქარევად კეთდებოდა „პაციენტების” მრავალრიცხოვნობის გამო, ხშირი იყო შემთხვევები დასაჭურისებული „პაციენტების” გარდაცვალებისა.
ერთ-ერთი ვერსიის თანხმად, ინდირა განდის ვაჟის მიერ წარმოებულ არაადამიანურ კამპანიას 6 მილიონზე მეტი ინდოელი მამაკაცი დაექვემდებარა. მიუხედავად ამისა, შობადობის ტემპის შემცირება მაინც ვერ იქნა მოხერხებული. – (ავტორი გენია.ჯი)
სანჯაი განდი