იაროსლავ ჰაშეკი – „ეპიზოდი”
დიდი ჩეხი მწერალი-სატირიკოსი და დრამატურგი – იაროსლავ ჰაშეკი (1883-1923 წლები), ავტორი გახმაურებული რომანისა – „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკის თავგადასავალი”, ვინაც ერთობ არასერიოზულად აფასებდა საკუთარ შემოქმედებას, ტრაქტირების ხშირი სტუმარი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) სანამ ლიტერატურულ ასპარეზზე შედგამდა ფეხს, ჩეხი ლიტერატორი თაღლითობით ირჩენდა თავს – „უჯიშო” ქუჩის ძაღლების ლეკვებს „ჯიშიანი” ძაღლის ლეკვებად ასაღებდა და ჰყიდდა. ამავე დროს, იგი ალკოჰოლური სასმელების მოტრფიალე პიროვნებასაც წარმოადგენდა. სიმთვრალე კი, მას მართლაც რომ საშინელი ჰქონია – აზიანებდა ყველაფერს, რაც ხელში მოჰყვებოდა. მათ შორის რკინის ღობეებსაც კი; ანათებდა ქუჩის ფარნებს მაშინ, როდესაც ისინი უკვე ჩამქრალნი იყვნენ; რამდენჯერმე პოლიციის განყოფილებასთან დაიკმაყოფილა ბუნებრივი მოთხოვნილებები. შედეგად, თავისი უხიაგი სიმთვრალის გამოისობით ჰაშეკი არაერთხელ იქნა დაკავებული სამართალდამცავების მიერ. მიუხედავად რიგი უსიამოვნებებისა, რომლებიც სწორედ რომ ალკოჰოლური სასმელების მიღებასთან იყო დაკავშირებული, ჩეხ ლიტერატორს მაინც არ მიუტოვებია არასოდეს მისი მოხმარება, რამაც საბოლოო ჯამში, მისი ადრეულ ასაკში (39 წელი) გარდაცვალება გამოიწვია. – (ავტორი გენია.ჯი)