„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ასეა, სიმართლე ყველასთან არ გაგივა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კარგ სამეზობლოში ობლობაც ადვილი ასატანია”.

* * *

„რაც გულში იწერება, რა ამოშლის”.

* * *

„სიყვარულს თავისი საკუთარი ჭკუა აქვს”.

* * *

„ყოვლად საძულველია უღირსად გაბერილი კაცი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვაჟკაცს რა არ შეხვდება”.

* * *

„ღვინით შეძენილი მეგობრობა ჭიქასთან ერთად იცლება”.

* * *

„ცრუ ქებას რა ფასი აქვს?”

* * *

„შეუფერებელ საქმეზე კაცი მანკიერი ხდება”.

* * *

„ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე: თუ ვინმე კაცად გამოდგა, იძახიან, დედაჩემის ძუძუთი გაიზარდაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება