სპარტელი ქალები – „ეპიზოდი”

„და რა განსხვავებაა, თავად ქალები მართავენ ქვეყანას თუ ქვეყნის მმართველი პირები იმყოფებიან მათი ძალაუფლების ქვეშ? შედეგი ხომ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა”. – ამ სიტყვების ავტორი, გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი – არისტოტელე სპარტელ მამაკაცებს ბრალს სდებდა იმაში, რომ ისინი ქალებს ზედმეტ თავისუფლებასთან ერთად უფლებას აძლევდნენ აქტიურად ჩართულიყვნენ პოლიტიკურ საკითხებში. „მატრიარქატი” – ასე მოიხსენიებდა სპარტელთა სოციალურ სისტემას ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი სწავლული. (ავტორი გენია.ჯი) არისტოტელეს მსგავსად, ანალოგიური აზრის გახლდნენ სპარტელების შესახებ სხვა ანტიკური ხანის ბერძენი ავტორებიც. მათ შორის ლეგენდად ქცეული – მესტრიუს პლუტარქე.

ათენსა და სხვა ძველ ბერძნულ პოლისებში, სადაც გოგონებს 12 – 14 წლის ასაკში აქორწინებდნენ, ქორწინებაში მყოფ მანდილოსნებს იშვიათად ეძლეოდათ ქუჩაში მარტო გასვლის უფლება. ისინი სპარტელი გოგონებისაგან განსხვავებით (რომლებიც საქორწინო აქტს 19 წლის ასაკიდან აფორმებდნენ), არც სპორტით იყვნენ დაკავებულნი და არც სკოლაში სწავლის პრივილეგიით არ სარგებლობდნენ (ცნობისათვის, მშვენიერი სქესის წარმომადგენელი სპარტელები სპორტით მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში იყვნენ დაკავებული. ამ შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა არ გააჩნდა). საუკეთესო შემთხვევაში, ელინელი ყმაწვილქალები სახლში იღებდნენ განათლებას. ბერძნებში არც ის იყო მიღებული, რომ ქალი მამაკაცთა საზოგადოებაში გამოჩენილიყო, თუნდაც ის მამაკაცები მისი ახლო ნათესავები ყოფილიყვნენ. ბერძენ ქალებს თავიანთი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გინეციუმებში ანუ სახლის იმ ნაწილში უნდა გაეტარებინათ, რომელიც სწორედ რომ სპეციალურად მათთვის იყო განკუთვნილი. და თუკი ქალი მამაკაცების წინაშე მაინც გამოჩნდებოდა, მაშინ იგი ვალდებული იყო ისეთი გრძელი კაბა ჩაეცვა, რომელიც მისი სხეულის ფორმებს საგულდაგულოდ დაფარავდა. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამონაკლისი ჰეტერო ქალბატონები გახლდნენ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ქორწინებაში მყოფ ბერძენ მანდილოსნებს სპარტელი ქალებისაგან განსხვავებით არ გააჩნდათ ქონებრივი უფლებები, რადგან ოჯახის მთელი ქონება ქმრის საკუთრებად მიიჩნეოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, სპარტელ ქალებს, რომელთაც პირად საკუთრებაში მამულებიც კი გააჩნდათ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად, გაცილებით დიდი უფლებები გააჩნდათ, ვიდრე სხვა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში მაცხოვრებელ მანდილოსნებს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>