ჰანს ეგედე – „ეპიზოდი”
ნორვეგიელი ლუთერანი მისიონერი – ჰანს ეგედე (1686-1758 წლები) დანიისა და ნორვეგიის მეფის – ფრედერიკ IV-ის ნებართვის საფუძველზე ვიკინგების მიერ აღმოჩენილ კუნძულ გრენლანდიაზე გაემგზავრა 1721 წელს რელიგიური მისიით. (ავტორი გენია.ჯი) „მწვანე ქვეყნად” წოდებულ გრენლანდიაში ჩასულმა მისიონერმა აღმოაჩინა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის – ინუიტებისათვის აბსოლუტურად არაფერი იყო ცნობილი ისეთი უმნიშვნელოვანესი საკვები პროდუქტის შესახებ, როგორიც გახლავთ – პური. შედეგად, ინუიტების ქრისტიანებად მოსაქცევად უცხო ქვეყანაში ჩასული ჰანსი იძულებული გახდა, „მამაო ჩვენო”-ს ლოცვანის ტექსტში „მცირეოდენი” ცვლილება შეეტანა. კერძოდ, იმის ნაცვლად, რომ „მამაო ჩვენო”-ს ლოცვანის წარმოთქმის დროს ეგედეს წარმოეთქვა სიტყვები – „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს”, მან ინუიტთათვის სრულიად უცნობი „პური” მათთვისვე კარგად ნაცნობი „სელაპით” ჩაანაცვლა (ადგილობრივი მოსახლეობა სწორედ რომ სელაპის ხორცით იკვებებოდა ძირითადად). შედეგად, ლოცვანის ზემოაღნიშნული ტექსტი ჰანსის მიერ გამოითქმოდა, როგორც – „სელაპი ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს”. – (ავტორი გენია.ჯი)