უინსტონ ჩერჩილი – „ეპიზოდი”
სიგარებისა და სომხური კონიაკის მოყვარული გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი – სერ უნსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (1874-1965 წლები) პოლიტიკურ ასპარეზზე მთელი 60 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ხნის განმავლობაში ქვეყანამ 14 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა (თვითონ ჩერჩილის ჩათვლით). პირველ პრემიერს უინსტონის პოლიტიკური კარიერის პერიოდში – რობერტ გასკოინ-სესილი წარმოადგენდა, რომელსაც ეს საპატიო თანამდებობა 1895-1902 წლებში ეკავა. აი, უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი კი ჩერჩილის ეპოქისა, შოტლანდიური წარმომავლობის მქონე – ალექსანდრე დუგლას-ჰოუმი გახლდათ, ვინაც ქვეყანას 1963-1964 წლებში განაგებდა.
მაშინ, როდესაც უინსტონმა უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა დატოვა (1955 წლის 5 აპრილი), ჩერჩილი 80 წლისა და 126 დღის ასაკში იმყოფებოდა. ამრიგად, იგი მეორე პრემიერ-მინისტრი გახდა ბრიტანეთის ისტორიაში, ვინაც ესოდენ ხანდაზმულ ასაკში გამოეთხოვა პრემიერის სავარძელს. ამ საკითხში, ლეგენდად ქცეულ ბრიტანელ პოლიტიკოსს გაერთიანებული სამეფოს რიგით 41-ე პრემიერ მინისტრმა – უილიამ გლადსტონმა გადაუსწრო, ვინაც გადადგომის მომენტში – 84 წლისა და 64 დღის ასაკში იმყოფებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
უილიამ გლადსტონი