ქალის ტერფების ფეტიში – „ეპიზოდი”

ქალის ნატიფი ფეხის ტერფების მიმართ უამრავ ცნობილ და სახელოვან ადამიანს გააჩნდა განსაკუთრებული დამოკიდებულება. მათ შორის, ვინაც მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ფეხის ტერფებს ეთაყვანებოდნენ, იყვნენ – ვიქტორ-მარი ჰიუგო, სკოტ ფიცჯერალდი, იოჰან გოეთე, ალექსანდრე პუშკინი, თედორე დოსტოევსკი, კვენტინ ტარანტინო და სხვანი და სხვანი. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, გერმანული ლიტერატურის მოაზროვნე მეტრს – იოჰან გოეთეს ქალის მიმართ სექსუალურ ინტერესს სწორედ რომ ამ უკანასკნელის ფეხის ტერფები აღუძრავდა. აი, ჰიუგომ კი მთელი სცენა მიუძღვნა თავის უკვდავ ლიტერატურულ ნაწარმოებში – „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” – ქალის ტერფებს. გარდა ფრანგი მწერლისა, ქალის ტერფების მიმართ თავ-თავიანთ ნაწარმოებებში ასევე ყურადღება გამახვილებული აქვთ – პუშკინსა და დოსტოევსკის. პირველმა მათგანმა ისინი „ევგენი ონეგინში” მოიხსენია, ხოლო მეორემ – „დანაშაულსა და სასჯელში”. ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი კინორეჟისორი – კვენტინ ტარანტინო კი, თავის ფილმებში ერთობ ხშირად უწევს დემონსტრირებას მშვენიერთა სქესის წარმომადგენელთა ფეხებსა და ტერფებს. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>