რონალდ ერვინ მაკნეირი – „ეპიზოდი”
NASA-ს ცნობილი ამერიკელი ასტრონავტი და ფიზიკოსი – რონალდ ერვინ მაკნეირი, ვინაც სამწუხაროდ, 1986 წლის 28 იანვარს მრავალჯერადი კოსმოსური შატლის – „ჩელენჯერი”-ს კატასტროფას ემსხვერპლა, სიყმაწვილიდანვე მონდომებით ცდილობდა სათანადო ცოდნის შეძენას. (ავტორი გენია.ჯი) ცოდნის შესაძენად რომ წიგნია აუცილებელი საშუალება, ეს ყველასათვის ცნობილი ფაქტია. ამ მხრივ შავკანიანი ახალგაზრდა დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან აშშ-ი მძვინვარე რასიზმის გამოისობით, მშობლიური ქალაქის – ლეიკ-სიტის ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ მაკნეირს ბიბლიოთეკით სარგებლობა კატეგორიულად აუკრძალა (აღნიშნული ბიბლიოთეკით მხოლოდ თეთრკანიანები სარგებლობდნენ იმ პერიოდში). გავიდა ათწლეულები და რონალდი იმდენად სახელოვანი ადამიანი გახდა, რომ ბედის ირონიით, ლეიკ-სიტის საქალაქო საბჭომ, იმ ბიბლიოთეკას, რომელმაც თავის კედლებში ოდესღაც არ დაუშვა მომავალი ასტრონავტი, ერთხმად მიანიჭა – რონალდ ერვინ მაკნეირის სახელი. – (ავტორი გენია.ჯი)