იცით თუ არა, რომ?!

1. XVIII საუკუნეში მოღვაწე გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ყოველთვის ამჯობინებდა, რომ მისთვის ვოლფგანგი დაეძახათ და არა – ამადეუსი. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. არქტიკული ფაუნის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლების – ლომვეშაპების მდედრები – ყოველ 3 წელიწადში ერთხელ შობენ პატარებს.

* * *

3. ამერიკის შეერთებულ შტატებში – ფასიანი საპირფარეშოები არ არსებობენ.

* * *

4. პარაშუტი, საჰაერო ბურთი, კინოკამერა, ველოსიპედი, გასაბერი საბურავები ავტომობილისათვის – ყოველივე ეს გონიერი ფრანგი ხალხის მიერ იქნა გამოგონებული.

* * *

5. ტერმინი – ბიუსჰალტერი (ქალის მკერდის დამჭერი) პირველად გამოყენებული იქნა 1907 წელს ამერიკული პოპულარული მოდის ჟურნალის – „Vogue”-ს მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ გენიალურ პოლონელ კომპოზიტორს – ფრიდერიკ შოპენს – სიმფონიური ორკესტრისათვის განკუთვნილი არც ერთი მუსიკალური ნაწარმოები არ დაუწერია. მისი მუსიკალური კომპოზიციები მხოლოდ ფორტეპიანოსთვის გახლდათ განკუთვნილი.

* * *

7. გამოჩენილ უკრაინელ მწერალს – ნიკოლოზ გოგოლს ყოველთვის ერცხვინებოდა საკუთარი ცხვირი, რადგანაც მას ძალიან უშნოდ მიიჩნევდა. ამ კომპლექსისიდან გამომდინარე, იგი მხატვრებისაგან მოითხოვდა, რომ პორტრეტებზე მისი ცხვირისათვის ფორმები შეეცვალათ, რათა უფრო მიმზიდველად გამოჩენილიყო იგი.

* * *

8. მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი კომპოზიტორის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაკრძალვის ცერემონიაში – 20 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

* * *

9. მზის სისტემის ყველაზე ცივ პლანეტად – ნეპტუნია მიჩნეული. მისი ატმოსფეროს ზედა ფენებში ტემპერატურა -221 გრადუს-ცელსიუსს აღწევს.

* * *

10. მეცნიერებმა დღემდე ზუსტად ვერ დაადგინეს, რომელია – ჩაის ნამდვილი სამშობლო. სწავლულთა ერთი ნაწილი ამ შესანიშნავი მცენარის სამშობლოდ – ინდოეთს ასახელებს, მეორე ნაწილი კი – ჩინეთს. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>