მონღოლები – „ეპიზოდი”
დრო გადის, თუმცა მონღოლთა ტრადიციები და გემოვნება არ იცვლება. ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში მაცხოვრებელი მონღოლები – წყალსა და მასში მობინადრე არსებებს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდედ მიიჩნევდნენ. იყო პერიოდი, მაგალითად ჩინგიზ ყაენის მმართველობის ჟამს, როცა წყლის დაბინძურება და მასში მოსაქმება – სიკვდილითაც კი ისჯებოდა. (ავტორი გენია.ჯი) და რადგანაც წყალი და მასში მობინადრე არსებები მათთვის ეგზომ სათაყვანებელ სიწმინდეს წარმოადგენდნენ, ისინი თევზის ჭამისაგან ყოველთვის თავს იკავებდნენ.
ზემოაღნიშნული ტრადიცია მონღოლებს დღემდე გადმოყვათ და ისევე როგორც უწინ, ახლაც მაქსიმალურად ერიდებიან თევზის საკვებ პროდუქტად გამოყენებას.
დღეისათვის ქვეყანაში არის რამდენიმე საზოგადოებრივი კვების ადგილი, სადაც თევზის კერძებს ამზადებენ, თუმცა ისინი მხოლოდ ტურისტებისთვის არის განკუთვნილი.
გარდა ამისა, ამ ეთნიკური ჯგუფის ხალხი ერთობ სკეპტიკურად არის განწყობილი ვეგანიზმის მიმართაც (ცხოველური პროდუქტების გამოყენებაზე უარის თქმის პრაქტიკა, განსაკუთრებით კი, კვების რაციონში), რადგან მათი კვების რაციონის უმნიშვნელოვანეს ნაწილს სწორედ რომ – ხორცეული წარმოადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)