ჰექტორ კასტრო – „ეპიზოდი”

ურუგვაელი ფეხბურთელი - ჰექტორ კასტრო (1904-1960 წლები), რომლის უნიკალური საფეხბურთო კარიერა დაკავშირებული გახლდათ ისეთ ცნობილ გუნდებთან, როგორებიც გახლავან არგენტინული – „ესტუდიანტესი” და ურუგვაული „ნასიონალი”, 1928 წელს ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში – ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) 1930 წლის 30 ივლისს კი, იგი სულაც იმ ფეხბურთელად იქცა, რომელმაც ბოლო და გადამწყვეტი გოლი გაუტანა არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს, რითაც თავის ქვეყანას მსოფლიოს პირველი ჩემპიონის ტიტული მოუტანა ისტორიაში. ამაში ალბათ ისეთი გასაოცარი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: ჰეტორ კასტრო – ცალხელა სპორტსმენი გახლდათ.

13 წლის ასაკში მყოფმა მოზარდმა ჰექტორმა ელექტრო ხერხით საშინელი ტრამვა მიიღო, რის შედეგადაც მარჯვენა ხელის მტევანი დაკარგა. ამიტომაც მოიხსენიებდნენ მას თანაგუნდელები – „ცალხელად”. აქვე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სწორედ ჰექტორი მიიჩნევა იმ ერთადერთ ფეხბურთელ-ამპუტანტად ისტორიაში, ვინაც ფეხბურში გამართული მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში – გოლი გაიტანა. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>