მანდილოსნების კვალი მსოფლიო ისტორიაში – „ეპიზოდი”
მსოფლიო ისტორიაში სახელი სამარადჟამოდ დაიმკვიდრა რამდენიმე ისეთმა ქალბატონმა, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში ფესვგადგმული საზოგადოებრივი პრინციპების ჩარჩოებს თამამად გადააბიჯეს და ეგზომ გავრცელებული სტერეოტიპები ერთხელ და სამუდამოდ დაამსხვრიეს. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთ ასეთ პერსონას წარმოადგენდა ისლანდიის რესპუბლიკის რიგით მე-4 პრეზიდენტი - ვიგდის ფინბოგადოტირი (ზემოთ განთავსებული ფოტო). იგი 1980 წელს გამართული ისლანდიის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად იქცა, რითიც პირველი მშვენიერი სქესის წარმომადგენელი გახდა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში, ვისაც პატივად ხვდა სახელმწიფოს – პრეზიდენტის პოსტი დაეკავებინა. გარდა ამისა, ვიდგისი სხვა სამი ქვეყნის მეთაური ქალბატონებიდან ერთ-ერთი იმათგანიცაა, რომელიც 16 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.
თუმცა კი, მანამდე 20 წლით ადრე, სანამ დემოკრატიული არჩევნების გზით ქალი გახდებოდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ისტორიაში, თანამედროვე შრი-ლანკის (ყოფილი ცეილონი) პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა შრი-ლანკელ პოლიტიკოსს ქალბატონს – სირიმავო ბანდარანაიკეს, ვინაც პირველ პრემიერ-მინისტრ ქალად არის მიჩნეული ისტორიაში. სწორედ მან უზრუნველყო თავისი პარტიის გამარჯვება 1960 წელს შრი-ლანკაში გამართულ არჩევნებში. – (ავტორი გენია.ჯი)
სირიმავო ბანდარანაიკე