პიერ რიშარი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი კომიკოსი მსახიობი – პიერ რიშარი, ქვეყნიერებას ტექსტილის მდიდარი მწარმოებლის ოჯახში მოევლინა. პიერის მამა ქეიფისა და დროსტარების იმდენად მოყვარული კაცი ყოფილა, რომ თავისი ქონება გაუფლანგავს და გაუნიავები. შედეგად, მას მანამ მიუტოვებია თავისი მეუღლე და გაქცეულა, ვიდრე პიერი დაიბადებოდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მანამდე კი, მათზე მზრუნველობა საკუთარი მამისთვის, მდიდარი არისტოკრატისთვის – გრაფი დეფესთვის მიუნდვია. ბაბუას შვილიშვილი ძალიან უყვარდა და ციავ ნიავს არ აკარებდა, მაგრამ სასწავლებლად რატომღაც ამ მდიდარმა კაცმა პიერი მაინც დაბალ ბიუჯეტიან დახურულ პანსიონში მიაბარა. შედეგად, ყოველკვირეულად მდიდარი ბაბუის შვილიშვილს – ღარიბი მაღაროელების, მუშებისა და გლეხების შვილებთან ერთად ხუთი დღის გატარება უხდებოდა. ბავშვები პატარა რიშართან კლასობრივ უხერხულობას გრძნობდნენ – კარგი სამოსით მოსილი მათი ამხანაგი სასწავლებელში პირად მძღოლს მიჰყავდა ლიმუზინით. და ეს მაშინ, როდესაც სხვა ბავშვები სკოლამდე ავტობუსით მგზავრობდნენ.
„სწორედ იქ სწავლის პერიოდში გადავწვიტე მსახიობობა”, – აღნიშნა ერთხელ რიშარმა, – „მე შევეცადე ის დისკომფორტი, რომელიც ჩემსა და ჩემს ამხანაგებს შორის უნებლიედ წარმოიშვა, იუმორით გამექარწყლებინა. ამიტომ ვცდილობდი ხშირად გამეცინებინა ისინი ჩემი გამოსვლებით. შედეგად, ჩვენს შორის კონტაქტი დამყარდა და დაბალანსდა”. – (ავტორი გენია.ჯი)