ტელეფონი – „ეპიზოდი”
ისეთი ტელეკომუნიკაციის მოწყობილობა, როგორიც გახლავთ – ტელეფონი, ბაზარზე გამოჩენისთანავე იქცა დიდი განსჯის საგნად საზოგადოების მხრიდან. ადამიანების ერთი ნაწილი თუ ამ ინოვაციურ პროდუქტს ქება-დიდებას უძღვნიდა, მეორე ნაწილი მას – ეშმაკის ნაშიერად და მის გამოგონებად მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით მაინც ტელეფონის მიმართ ყველაზე უარყოფითად განწყობილნი ქრისტიანი სასულიერო პირები იყვნენ.
ასეთივე ცუდი დამოკიდებულება გააჩნდათ ამ უმნიშვნელოვანესი მოწყობილობის მიმართ ერთ-ერთ სკანდინავიურ ქვეყანაში – შვედეთის სამეფოშიც. ამ მხრივ უფრო მეტად შვედეთის სოფლის მოსახლეობა გამოირჩეოდა. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ტელეფონის მაგიური მოწყობილობის საშუალებით მათ სახლებში ბოროტი სულები შეაღწევდნენ. ისინი იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ელ-ჭექის შემთხვევაში სატელეფონო ხაზები მეხის დაცემის მიზეზიც გახდებოდნენ, რის გამოც მოსახლეობამ ნაჯახებით ჩაჭრა თავთავიანთ სოფლებში გაყვანილი სატელეფონო კაბელები. ამიტომაც იყო, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ეშმაკის გამოგონებით” მხოლოდ ქალაქის მოსახლეობა სარგებლობდა შვედეთში.
ტელეფონს არ წყალობდა არც ამიშების რელიგიური მოძრაობა (ზოგადად ამიშები ყოველგვარი ტექნოლოგიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან). ისინი ტელეფონს იმთავითვე ბოროტების ერთ-ერთ ნაირსახეობად განიხილავდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს ბოროტი მოწყობილობა წარმოადგენდა – საშაულებას, რომლის მეშვეობითაც სატანას ნებისმიერი ადამიანი სახლში შეეძლო შეღწევა. – (ავტორი გენია.ჯი)