დინკას ხალხი – „ეპიზოდი”
სამხრეთ სუდანში მობინადრე მესაქონლეობით განთქმული ხალხი – დინკა, ერთობ უცნაურ და, შეიძლება თამამად ითქვას, საშინელ ტრადიციას ინარჩუნებდა საუკუნეების განმავლობაში. სასტიკ ტრადიციას, რომელიც ინგლისელების მიერ იქნა საბოლოოდ აკრძალული XIX საუკუნეში. (ავტორი გენია.ჯი) დინკას ხალხს ისევე როგორც აფრიკის შავ კონტინენტზე მაცხოვრებელ სხვა ეთნოსის მქონე ხალხებს, თავისი ბელადი ჰყავდათ. მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი იმიერში წასვლას ნებაყოფლობით გადაწყვეტდა გადაღლილობის ან სხვა მოტივით, ბელადი თანატომელებს მოუწოდებდა – ცოცხლად დაემარხათ იგი. თუმცა მანამდე თავისი გადაწყვეტილების დასტური დინკას ხალხს ხმის მიცემით უნდა გაეცა. და, როდესაც ბელადი საიქიოში წასვლას გადაწყვეტდა, იგი 100 პროცენტიან მხარდაჭერას იღებდა თანატომელებისაგან, რადგან მათში იმდენად ფესვგადმული იყო ბელადების ცოცხლად დამარხვის ტრადიცია, რომ წინამძღოლის ბუნებრივ გარდაცვალებას – უბედურების მაუწყებელ ნიშნადაც კი მიიჩნევდნენ. მათში დამკვიდრებული რწმენით, უარის განცხადების შემთხვევაში ხალხს შიმშილითა და გაუსაძლისი სიცხეებით სიკვდილი ელოდებოდა.
შედეგად, თანატომელები ბელადისათვის თხრიდნენ ფართო საფლავს, რომელშიაც ასვენებდნენ წინამძღოლს თავიანთი ჩვეულებრისამებრ. აღნიშნულ პროცესიას დინკას ხალხის უდიდესი ნაწილი ესწრებოდა. ჩვეულებრივი მოკვდავებისაგან განსხვავებით, ბელადი სანამ სრულიად არ ჩაიმარხებოდა მიწაში, რჩევებს აძლევდა როგორც ხალხს, ასევე შვილებს. გარდა ამისა, პასუხებს იძლეოდა დინკას ხალხის უბრალო შვილების შეკითხვებზე. და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ საფლავი მიწით პირამდე არ დაიფარებოდა და შიგ ცოცხლად ჩამარხული ბელადი საუბარს არ შეწყვეტდა.
ბელადის დასაფლავების ადგილას კი, რომელსაც ხალხი შემდგომში ხშირად მოილოცავდა ხოლმე, იდგმებოდა დიდი მასიურ ქვა.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ საუკუნეების განმავლობაში დინკას ხალხის არც ერთი ბელადი არ გამოთხოვებია წუთისოფელს ისე, რომ ეს მისი პირადი არჩევანი არ ყოფილიყო. – (ავტორი გენია.ჯი)