ჯუდით ნოელი – „ეპიზოდი”
გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის – ჯორჯ გორდონ ბაირონის რეპუტაციისა და ავტორიტეტისათვის არავის მიუყენებია ისეთი მტკივნეული დარტყმა, როგორიც მას საკუთარმა სიდედრმა – ჯუდით ნოელმა მიაყენა (ზემოთ განთავსებული სურათი). (ავტორი გენია.ჯი) ქმრისაგან ნაადრევად მიტოვებულ ქალიშვილს – ანა ისაბელ ბაირონს (ნამდვილი გვარი – მილბეკი), ვინაც მიუხედავად მეუღლისაგან მიტოვებისა, თავის თავს მაინც – „ლედი ბაირონად” წარუდგენდა ხოლმე ადამიანებს, ეს ანჩხლი ქალი ყოველთვის ეჩხუბებოდა. იგი მაქსიმალურად ცდილობდა ანა საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია. ხშირად მის მანიპულირებასაც ეწეოდა: გამუდმებით უჩიოდა თავის ჯანმრთელობას და ხშირად შენიშნავდა, რომ ეს ესაა უნდა მომკვდარიყო (თუმცა-კი მან 64 წლამდე იცოცხლა). ჯუდითი მუდმივად უკმაყოფილო იყო თავისი ქალიშვილით. იგი ხშირად აკრიტიკებდა მას ბავშვების აღზრდის საკითხში, უწყრებოდა უხეირო დიასახლისობისა და საზოგადოებაში არასათანადოდ მოქცევის გამო.
ერთ დღესაც კი, ჯუდით ნოელმა ახლობელთა წრეში ერთობ სკანდალური ინფორმაცია გაახმაურა თავისი სახელოვანი პოეტი სიძის შესახებ. სიძისა, რომელიც ისე გამოეთხოვა წუთისოფელს, რომ არასოდეს არ შეხვედრია საკუთარ ქალიშვილს – ადას. ბაირონის სიდედრმა მაშინ პირველმა განაცხადა, რომ სანამ მისი შვილიშვილი – ადა მოევლინებოდა ქვეყნიერებას, მანამდე ჯორჯს ინტიმური ურთიერთობა გააჩნდა თავის ღვიძლ დასთან – ლი აუგუსტასთან, რომელთანაც ინცესტის შედეგად შვილიც კი შესძენია.
ასეთი უბინძურესი ინფორმაციის გავრცელებამ არა მხოლოდ ბაირონს მიაყენა უდიდესი მორალური დარტყმა, არამედ ჯუდითის ქალიშვილსა და შვილიშვილსაც. ამ უკანასკნელს ნერვიულობის ნიადაგზე სულაც ჯანმრთელობა საბოლოოდ დაუზიანდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯორჯ გორდონ ბაირონი
ანა ისაბელ ბაირონი
ლი აუგუსტა