„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„სხვისი სიღარიბე ნახე, თორემ შენს სიმდიდრეს ვერ დააფასებ!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შესრულებაა საქმე”.
* * *
„დამიჯერე, უსინდისოს სინდისისა არ ეშინია”.
* * *
„ჩემი რჩევაა, არასოდეს არაფერი არ გაიკვირვოთ ცხოვრებაში”.
* * *
„არ დაგავიწყდეს, მხდალი მამაცს ეპოტინება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრებაში, სიკეთე თესე და არ შეგეშინდეს, თუ რამ სიბოროტე შეერიოს შენ სიკეთის ყანებს, როგორც სარეველა თავთუხს. ოღონდ სიბოროტეს ნუ იქმ, რადგან სიბოროტის ყანას სიკეთე რამ არ შერევია, როგორც არ შეერევა სარეველას ხორბლის თავთავი”.
* * *
„გახსოვდეს: არარაობას არა სჯიან”.
* * *
„ვიღაც ბრძენს უთქვამს – სიყვარული რჩეულთა საქმეა და ტანჯვის მსურველთა ხვედრიო”.
* * *
„ცოდნას სახელი მოჰყვება. ოღონდ გახსოვდეს, სახელს დიაცის ნამუსივით მოვლა სჭირდება. გარდა ამისა, სახელს თურმე თრობა სცოდნია და ღვინის მსგავსად მათრობელა ყოფილა”.
* * *
„არ დაგავიწყდეთ, ჯერ კიდევ ბევრი რამ დაგრჩათ სანახავი”. – (ავტორი გენია.ჯი)