ალექსანდრე დიუმა – „ეპიზოდი”
მსოფლიო ლიტერატურის ფრანგი ტიტანი - ალექსანდრე დიუმა (1802-1870 წლები) ფაუნის წარმომადგენელთა დიდად მოყვარულ პერსონას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომაც ჰქონდა მის დიდებულ მამულში ბინა დადებული – ხუთ ძაღლს, რამდენიმე კატას, სამ მაიმუნს, ორ თუთიყუშსა და ოქროსფერ ფარშავანგს. (ავტორი გენია.ჯი) ალჟირის ქალაქ კონსტანტინაში ყოფნის ჟამს დიუმამ ერთ-ერთი ადგილობრივისაგან სულაც – ფასკუნჯი შეიძინა ძალიან იაფად. სამაგიეროდ, მწერალს ამ უჩვეულო და მეტად ორიგინალური მტაცებელი ფრინველის ჩაყვანა შორეულ სამშობლოში ერთობ ძვირი დაუჯდა გასაგები მიზეზების გამოისობით.
ფასკუნჯს სახელად ალექსანდრემ უძველესი ნუმიდიის მეფის – იუგურტას საპატივცემულოდ – „იუგურტა” შეურჩია, რადგან ეს სახელოვანი მონარქი სწორედ იმ ალჟირულ ქალაქში მოევლინა თავის დროზე ქვეყნიერებას, რომლეშიაც მან რამდენიმე ხნის წინ ფასკუნჯი შეიძინა. თუმცა, დიუმას მამულის ახალმა ბინადარმა საყვარელ საცხოვრებელ ადგილად ერთი ცარიელი კასრი შეარჩია, რის გამოც ალექსანდრემ მას სახელი მალევე გადაარქვა და – „დიოგენე” უწოდა იმ ძველ ბერძენი ფილოსოფოსის (დიოგენე სინოპელის) საპატივცემულოდ, ვინაც თავისი შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი – კასრში იცხოვრა. – (ავტორი გენია.ჯი)
ფასკუნჯი