ბიზანტიის იმპერია – „ეპიზოდი”
ყოველგვარი სახის ინტრიგებითა და ფანტასტიკური ფუფუნებით გამორჩეულ ბიზანტიის იმპერიაში, სადაც ქრისტიანობა იმთავითვე აღიქმებოდა სულიერებისა და სიბრძნის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ, მართლმადიდებელი ქრისტიანი სასულიერო პირები – „სულიერი სრულყოფის უმაღლეს მაჩვენებლად” თავიანთი საქმიანობისთვის მართლაც რომ არადამახასიათებელ ერთ მეტად უჩვეულო ქმედებას მიიჩნევდნენ.
გაძლიერებული რელიგიური დოგმებისდა მიუხედავად, ბიზანტია VIII-IX საუკუნეებში ზღვარგადასულმა გარყვნილებამ მოიცვა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, ქვეყანაში ძალიან მომრავლდა საროსკიპოებიც. აღნიშნულმა მოვლენამ განსაკუთრებით შეაშფოთა ეკლესია. იმისთვის, რომ სასულიერო პირებს როგორმე ეშველათ და გადაერჩინათ „დაცემული ქალების” სულები, ისინი საროსკიპოების ხშირი სტუმრები გახდნენ. ასეთ დროს, ღვთისმსახურები „სუსტი ნებისყოფის” მქონე ქალებს სწორ გზაზე დადგომას უქადაგებდნენ. გზას აცდენილი ქალები ჭეშმარიტების გზაზე რომ როგორმე შეეყენებინათ და ეიძულებინათ ისინი საროსკიპოები დაეტოვებინათ, სასულიერო პირები ბლომად ფულსაც სთავაზობდნენ და აძლევდნენ ამ უკანაკნელთ.
„სულიერი სრულყოფის უმაღლესი მაჩვენებლით” განსაკუთრებით თურმე მაინც ცნობილი ბიზანტიელი ღვთისმსახური – თეოფანე აღმსარებელი (760-818 წლები) გამოირჩეოდა, ვინაც მართლმადიდებელმა ქრისტიანულმა ეკლესიამ მოგვიანებით წმინდანადაც შერაცხა.
ეს კეთილშობილი ხუცესი არა მხოლოდ ხშირად სტუმრობდა საროსკიპოებს და ერთობლივად უტარებდა მათ ბინადრებს ქრისტიანულ მოძღვრებას, არამედ განმარტოებითაც ეწეოდა ამა თუ იმ „დაცემული ქალის” დამოძღვრას. რამდენიმეჯერ ოთახში განმარტოებული ღვთისმსახურის ცდუნებას შეეცადნენ კიდეც მასთან ერთად განმარტოებული როსკიპი ქალები, თუმცა უშედეგოდ. – (ავტორი გენია.ჯი)
წმიდა თეოფანე