იცით თუ არა, რომ?!
1. კათოლიკური ეკლესიის მიერ თავისი არსებობის განმავლობაში – 10 000-ზე მეტი ადამიანი იქნა შერაცხილი წმინდანად. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჩაის კულტურის მოხმარება პირველად ჩინეთის სუბპოვინციალური მნიშვნელობის მქონე ქალაქ – ჩენდუში დაიწყეს ჯერ კიდევ 3 000 წლის წინათ.
* * *
3. ჩრდილოეთ კორეის არმიის დაქვემდებარებაში მყოფ სახმელეთო ჯარებში წვევამდელების სამსახურის ვადა – 5 წლიდან 12 წლამდეა განსაზღვრული.
* * *
4. აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე ღვაწლმოსილმა დამფუძნებელთაგანმა – ბენჯამინ ფრანკლინმა საშუალო სკოლაში სულ რაღაც ორიოდე წლის განმავლობაში ისწავლა. შედეგად, მან ცოდნა თვითგანათლებიდან მიიღო.
* * *
5. საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა გენსეკმა – მიხეილ გორბაჩოვმა, საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა, რის გამოც უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩაბარებისგან განთავისუფლდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ერთადერთი ძუძუმწოვარი არსება, რომელსაც ფრენა შეუძლია – ღამურაა.
* * *
7. წვიმის წვეთის მაქსიმალური დიამეტრი, როგორც წესი – 6-7 მილიმეტრს არ აღემატება.
* * *
8. სტატისტიკოსთა მტკიცებით, ქალის მკერდი – საშუალოდ – 800-1000 გრამს იწონის.
* * *
9. მსოფლიოში ყველაზე დიდი სარკინიგზო ქსელი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გააჩნია. საერთო ჯამში, ჩინეთის სარკინიგზო ხაზის სიგრძე 2017 წლის მონაცემებით – 20 000 კილომეტრს შეადგენს.
* * *
10. ირმისებრთა ოჯახის ერთ-ერთი სახეობის წარმომადგენელი ცხოველი – ლოსი, ცურვის შესანიშნავი უნარით დაბადების პერიოდიდანვე გამოირჩევა. ლოსებს წყალში 10 კილომეტრ-საათით ცურვა ძალუძთ და ასეთ ტემპს მთელი ორი საათის განმავლობაში ინარჩუნებენ. – (ავტორი გენია.ჯი)