აგათა კრისტი – „ეპიზოდი”
დეტექტიური ჟანრის საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი მწერალი ქალი - აგათა კრისტი (1890-1976 წლები), წიგნის კითხვაზე ბავშვობიდანვე გახლდათ შეყვარებული. თუმცა საკვირველია, რომ მისთვის ეგზომ საყვარელ ჰობს წინ აღუდგა მომავალი ლიტერატორის დედა – კლარა მილერი. (ავტორი გენია.ჯი) ვიქტორიანული ეპოქის თაყვანისმცემელი ქალი, რომელსაც ხშირად ახასიათებდა ნერვულ სტრესში ჩავარდნა, მიიჩნევდა, რომ თავისი მოზარდი ქალიშვილისათვის გაცილებით უმჯობესი იყო მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და ცეკვა შეესწავლა, ვიდრე წიგნის კითხვა. მისი მოსაზრებით, პატარა გოგონასათვის გარკვეულ დრომდე (ამ დროდ იგი 8 წლის ასაკს მიიჩნევდა) კითხვის შესწავლა არა მხოლოდ უსარგებლო საქმიანობა იყო, არამედ მავნებელიც კი. თავად აგათასთვის კი დედის მოსაზრებები ნაკლებად საინტერესო გახლდათ, რის გამოც ანბანი ყველასგან დამოუკიდებლად შეისწავლა ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში ყოფნის პერიოდში. იმისათვის, რომ აღნიშნული გარემოების გამო დედის მხრიდან რისხვას გადარჩენოდა, აგათა კრისტი წიგნებს საგულდაგულოდ მალავდა სახლში. – (ავტორი გენია.ჯი)