ბლეზ პასკალი – „ეპიზოდი”

სულ რაღაც 37 წლის ასაკშიოდე მყოფი უკურნებელი სენით დაავადებული გენიალური ფრანგი მათემატიკოსი და მეცნიერი - ბლეზ პასკალი (1623-1662წლები), თავის ტვინის ავთვისებიანმა სიმსივნემ ღრმა მოხუცებულობაში მყოფ ადამიანს დაამსგავსა. ტკივილები ხშირად იმდენად გაუსაძლისი და აუტანელი ჰქონდა, რომ ჰიდროსტატიკის ძირითადი კანონის შემოქმედი ყვირილითაც კი გამოხატავდა თავის განუზომელ ტანჯვას. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად უმძიმესი ავადმყოფობისა, ეს უკეთილშობილესი კაცი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, სანამ შეეძლო ფეხზე დგომა, კვლავაც ძველებურად განაგრძობდა მუხლმოდრეკილ ლოცვას დავრდომილთა, გლახაკთა და უპოვართათვის. და არა მარტო ლოცვას… სასიკვდილოდ შემზადებული ბლეზი ძველებურადვე მიმართავდა ქველმოქმედებას გაჭირვებულთა, მიუსაფართა და ქვრივ-ობოლთა შესაწევად და დასახმარებლად. ის კი არადა, თავისი სახლი მომაკვდავმა პასკალმა სიცოცხლის უკანაკნელ ეტაპზე ღარიბ-ღატაკთა ნამდვილ თავშესაფრადაც კი აქცია.

მზრუნველობა ბლეზს მართლაც რომ არ აკლდა, თუმცა იგი ამის გამოც განიცდიდა ერთგვარ სინდისის ქენჯნას. „როდესაც ვფიქრობ, რომ მე ასე კარგად მივლით და, ამავე დროს, ათასობით ღარიბ-ღატაკს, რომლებიც ჩემზე მძიმედ არიან ავად, ლუკმა პურიც კი არ გააჩნიათ, ისეთ ტკივილსა ვგრძნობ, რომ ამის ატანა ჩემს ძალ-ღონეს აღემატებაო”. – ასე განუცხადა მან ერთხელ თავის საყვარელ დას – ჟილბერტას.

მის მიერ შედგენილი ანდერძის თანახმადაც, პასკალმა მთელი თავისი ქონება თანაბრად გაუნაწილა ნათესავებს, მსახურებსა და პარიზისა და კლერმონ-ფერანის საავადმყოფოებს. თავად კი სული უფალს მიანდო სამარადჟამოდ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>