ჯეიმზ ფენინი – „ეპიზოდი”
1836 წლის 27 მარტს მექსიკელების მიერ სიკვდილით იქნა დასჯილი ტეხასის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ამერიკელი პოლკოვნიკი – ჯეიმზ უოკერ ფენინი. (ავტორი გენია.ჯი) დახვრეტის წინ, ტეხასის რევოლუციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვინაც განსაკუთრებით სძულდათ მექსიკელებს, ჯალათებს უკანასკნელი თხოვნით მიმართა. მისი თხოვნა კი შემდეგში მდგომარეობდა: უპირველეს ყოვლისა, სიკვდილმისჯილისთვის გულში უნდა ესროლათ ტყვია; მისი პირადი ნივთები ჯეიმზის ოჯახისთვის გაეგზავნათ; და ბოლოს, მისი ცხედარი ქრისტიანული წესის დაცვით მიებარებინათ მიწას. თუმცა, ამერიკელი პოლკოვნიკის მიმართ იმდენად დიდი სიძულვილი გააჩნდათ მექსიკელებს, რომ სიკვდილმისჯილის არც ერთი თხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული: ჯალათებმა ამერიკელ პოლკოვნის ტყვია გულის ნაცვლად სახეში ესროლეს; ფენინის პირადი ნივთები ოფიცრის ოჯახში გაგზავნის ნაცვლად, თავად მიითვისეს და ბოლოს, მისი ცხედარიც ქრისტიანული წესით არ მიუბარებიათ მიწას, რადგან იგი კოცონზე დაწვეს. – (ავტორი გენია.ჯი)