რიჩარდ ლინდონი – „ეპიზოდი”
თანამედროვე სახის რაგბის ბურთის შემუშავებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა ორ ინგლისელ მეწაღეს – უილიამ ჟილბერტსა და რიჩარდ ლინდონს (1816-1887 წლები). რაგბის ბურთებს აბსოლუტურად მრგვალი ფორმა იმთავითვე არ გააჩნდათ, რადგან მათ რიჩარდი და უილიამი რეზინისგან კი არა, ღორის შარდის ბუშტისგან ამზადდებდნენ. ღორის შარდის ბუშტისგან დამზადებული რაგბის ბურთი გაბერვის შემდგომ ნესვის მაგვარ ფორმას იღებდა, რაც შემდგომში სტანდარტადაც იქნა ქცეული (პასის მისაცემად და პასის მისაღებად ასეთი ფორმის მქონე ბურთი ერთობ მოსახერხებელი რამ გახლდათ). (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად რაგბის ბურთებს პირის მეშვეობით ბერავდნენ და შემდგომ მჭიდროდ კერავდნენ, თუმცა ეს საქმიანობა არა მხოლოდ რთული, არამედ სიცოცხლისათვის საფრთხის მატარებელიც გახლდათ: შესაძლებელი იყო, ღორი დაავადებული აღმოჩენილიყო, რაც ადამიანისთვის ინფექციის გადასადებად საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა.
სამწუხაროდ, იმ პერიოდის რაგბის ბურთის პირით გაბერვის პროხედურას ფატალური შედეგის გარეშე არ ჩაუვლია. ამის თვალსაჩინო მაგალითია თავად რიჩარდ ლინდონის თავს დატეხილი ტრაგედია: მის მიერ დამზადებულ და გაყიდვაში ჩასაშვებ რაგბის ბურთებს ძირითადად მისივე მეუღლე – მისის ლინდონი ბერავდა პირის საშუალებით. რამდენიმე ხანში ქალმა დაავადმყოფებული ღორის შიგნეულიდან ინფექცია აიკიდა, რასაც საბოლოო ჯამში მისი სიცოცხლე ემსხვერპლა. სწორედ ამის შემდგომ გადაწყვიტა რიჩარდმა უილიამთან ერთად, რაგბის ბურთის საწარმოებლად რეზინი გამოეყენებინა და არა სიცოცხლისათვის საფრთხის მატარებელი ღორის შარდის ბუშტი. – (ავტორი გენია.ჯი)