მარი სკლოდოვსკა-კიური – „ეპიზოდი”
„იგი იყო ერთადერთი ადამიანი ამ ქვეყნად, რომელიც დიდებას არ გაუფუჭებია”. – ეს სიტყვები ალბერტ აინშტაინმა რადიუმის აღმომჩენი გენიალური პოლონელი ქიმიკოსისა და მეცნიერი ქალის – მარი სკლოდოვსკა-კიურის (1867-1934 წლები) შესახებ წარმოთქვა თავის დროზე.(ავტორი გენია.ჯი) სპორტის, განსაკუთრებით კი – ალპინიზმისა და ცურვის მოყვარული ქალბატონი, ვინაც მშვენიერი სქესის პირველი წარმომადგენელი იყო ისტორიაში, რომელიც მთასვლელობის ჟამს შარვლით შეიმოსა, ველოსიპედით სეირნობას აღმერთებდა. ამიტომაც იყო, რომ მეცნიერებისგან მოცალეობის ჟამს, სკოლოდვსკა-კიური მრავალ კილომეტრს გადიოდა ეგზომ შესანიშნავი სატრანსპორტო საშუალებით. გარდა ამისა, სწორედ იგი გახლდათ ის პირველი ქალიც, რომელსაც წილად ხვდა აეღო ავტომობილის – მართვის მოწმობა. – (ავტორი გენია.ჯი)