დევიდ იუმი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი შოტლანდიელი ფილოსოფოსი და განმანათლებელი – დევიდ იუმი (1711-1776 წლები), ვისი კრიტიკის ობიექტიც ხშირად გამხდარა რელიგია და მატერიალურ კეთილდღეობაზე დამყარებული ადამიანური რაციონალიზმი, სიკვდილს ერთობ ღირსეულად შეგებებია. (ავტორი გენია.ჯი) ამასვე ადასტურებდა მისი პირადი ექიმი – ა. სმიტიც, რომელიც ირწმუნებოდა, რომ სიკვდილის მოახლოებას დევიდი შიშით კი არა, სრული სიმშვიდითა და უშიშრად შეხვდაო. თავისი საფლავის ქვაზე ფილოსოფოსს სურდა დაეტანათ მხოლოდ და მხოლოდ სახელი და გვარი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებთან ერთად. „ვთავაზობ შთამომავლობას დანარჩენი თავად დაამატოსო”, – უთქვამს მაშინ გენიალურ შოტლანდიელ განმანათლებელს. და მართლაც, მისი საფლავის ქვაზე დატანილი იქნა – „დევიდ იუმი. დაიბადა 1711 წლის 26 აპრილს. გარდაიცვალა 1776 წლის 25 აგვისტოს”.
ათეისტი ფილოსოფოსები იუმის ფილოსოფიურ პოზიციას დიდ პატივს სცემდნენ. სამაგიეროდ, იგი საშინლად სძულდათ რელიგიურ ფანატიკოსებს. ეს უკანასკნელნი შოტლანდიელი მოაზროვნის საფლავის შეურაცხყოფასაც ეშურებოდნენ, რის გამოც მის უკანასკნელ განსასვენებელს რამდენიმე ხნის განმავლობაში საგულდაგულოდ იცავდნენ დევიდის ახლობლები. – (ავტორი გენია.ჯი)