შტეფან ცვაიგი – „ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ავსტრიელი ლიტერატორი - შტეფან ცვაიგი (1881-1942 წლები), ვისთვისაც დამახასიათებელი გახლდათ დეპრესიის საშინელი შეტევები, საკუთარ თავს არც ებრაელად მიიჩნევდა და არც ავსტრიელად. „მე მსოფლიო მოქალაქე ვარო”, – აღნიშნავდა კიდეც იგი. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ, როდესაც გერმანიის ხელისუფლება ნაცისტებმა აიღეს ხელში, რაინერ რილკესა და რიხარდ შტრაუსის ახლო მეგობარი ცვაიგი დიდების ზენიტში იმყოფებოდა და უზარმაზარ ჰონორარებსაც გამოიმუშავებდა საკუთარი შემოქმედების წყალობით. სრულ კომფორტსა და კეთილდღეობაში მაცხოვრებელი მწერალი, მიუხედავად თავისი ნამდვილი ეროვნებისა, არ ჩქარობდა გერმანიის ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლას. თუმცა არც მის მხარდამჭერ განცხადებებს არ აკეთებდა. პაციფისტი ლიტერატორი ცდილობდა, როგორმე განზე გამდგარიყო და შორიდან ედევნებინა თვალი იმ საშინელი მოვლენებისათვის, რომელსაც მთელი ევროპა ჰქონდა მოცული (ცნობილია, რომ სიბერის პათოლოგიურად მოძულე ცვაიგს საშინლად სძაგდა ომისა და ძალადობის ხსენებაც კი). შედეგად, იგი მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა სხვადასხვა ებრაული თემის მხრიდან „მრავლისმეტყველი დუმილის” გამო. მას ისინი ბრალს სდებდნენ გულგრილობასა და დანაშაულებრივი ნეიტრალური პოზიციის გამოვლინებაში. მიუხედავად ამისა, შტეფანი თავისი მრწამსის ერთგული დარჩა მაინც. ის კი არადა, მწერალი მშობლიური ავსტრიიდანაც არ აპირებდა აბარგებას. თუმცა იგი საკუთარმა „დუმილმაც” ვერ იხსნა გერმანელი ნაცისტების მხრიდან დევნისგან, რის გამოც იძულებული გახდა სხვა, უცხო ქვეყნებისათვის შეეფარებინა თავი. მისდა სამწუხაროდ, შტეფან ცვაიგმა უცხოეთშივე ჰპოვა თავისი აღსასრული. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>