სერ უოლტერ სკოტი – „ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი შოტლანდიელი ლიტერატორი – სერ უოლტერ სკოტი (1771-1832 წლები), უზომოდ ყოფილა შეყვარებული ადამიანის „ოთხფეხა მეგობრებად” წოდებულ – ძაღლებზე. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც ჰყოლია თავის მამულში სხვადასხვა ჯიშის მრავალრიცხოვანი ძაღლი, რომელთაც ხშირად რატომღაც მეტაც უჩვეულო სახელებს არქმევდა. კერძოდ, მწერლის საკუთრებაში იმყოფებოდა ორი ტაქსა, სახელებად – „კამპი” და „სპაისი”; სამი ტერიერი – „წიწაკა”, „მდოგვი” და „კეტჩუპი”; ორი გრეიჰაუნდი – „დუგლასი” და „პერსი”. თუმცა, მათგან გამორჩეულად სკოტს მაინც დირჰაუნდის ჯიშის მქონე ძაღლი – „მაიდა” უყვარდა თურმე.

უოლტერი საკუთარი მამულის ოთხფეხა ბინადრებს თავის უახლოეს და უერთგულეს მეგობრებად მიიჩნევდა და ყველამნაირად აფეტიშებდა მათ. იგი მისთვის საყვარელ არსებებს ადამიანებივით ელაპარაკებოდა ხოლმე და ხშირად სასეირნოდაც გაჰყავდა. გარდა ამისა, სკოტი ძაღლებს იმის უფლებასაც აძლედა, რომ თავის სამუშაო კაბინეტში დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თვით მუშაობის პროცესშიც კი შესულიყვნენ… მათ შორის არა მხოლოდ კარიდან, არამედ ფანჯრიდანაც.

შოტლანდიელი მწერალი იმდენად იყო შეყვარებული მისთვის გამორჩეულ ძაღლზე – „მაიდა”-ზე, რომ ეს უკანასკნელი რომანში – „თილისმანი” მოიხსენია. „ყველაზე სრულყოფილი ქმნილება”, – ასე დაახასიათა ავტორმა აღნიშნულ ლიტერატურულ ნაწარმოებში „მაიდა”.

1824 წელს უოლტერის საყვარელმა ძაღლმა „სული განუტევა”. ღრმად დამწუხრებულმა მწერალმა თავისი საყვარელი არსება დიდი პატივით მიაბარა მიწას და მის საფლავზე მცირე ზომის ქანდაკებაც აღმართა.

მოგვიანებით, როდესაც ამიერს თავად სკოტიც გამოეთხოვა, ბრიტანეთში სახელოვანი შოტლანდიელი მწერლისათვის ძეგლის აგება გადაწყვიტეს. ამისათვის ჩატარებული იქნა შესარჩევი კონკურსი, რომელშიაც იმ ესკიზმა გაიმარჯვა, სადაც უოლტერის ფეხებთან სწორედ რომ მისი საყვარელი არსება – „მაიდა” არის ჩაცუცქული. შედეგად, სკოტისა და მაიდას მრავალწლიანი ერთგული მეგობრობა მარმარილოშიაც უკვდავყოფილ იქნა სამარადჟამოდ. – (ავტორი გენია.ჯი)

მარმარილოს ქანდაკებაში ასახული უოლტერ სკოტი და „მაიდა”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>