ლეონარდო და ვინჩი – „ეპიზოდი”
მაღალი აღორძინების ეპოქაში მოღვაწე მრავალმხრივი ნიჭით მოსილი ფენომენალურრი ფლორენციელი მხატვარი და გამომგონებელი – ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები), ცოდნის შეძენის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად – წიგნებს განიხილავდა. ამ უდიადესი ინტელექტუალი ხელოვანის მილანში განთავსებულ სახლში დაცული ბიბლიოთეკა 116 წიგნისგან შედგებოდა, რაც იმ დროისათვის მართლაც რომ იშვიათი მოვლენა გახლდათ ბაზარზე არსებული წიგნების განსაკუთრებული სიმცირის გამო. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია, რომ და ვინჩის ხშირად გამოჰქონდა წიგნები ბიბლიოთეკებიდან, თუმცა თავადაც ხშირადვე ანათხოვრებდა მათ მეგობრებზე. იგი კითხულობდა არა მხოლოდ სამეცნიერო ფოლიანტებს, არამედ სარაინდო ჟანრის რომანებსა და ეზოპეს იგავ-არაკებს. თავის საყვარელ ავტორებად ლეონარდო ისეთ ერუდირებულ ტიტანებს ასახელებდა, როგორებიც იყვნენ – პლატონი, არისტოტელე, სტრაბონი, არქიმედე, ალბერტო მანიო, ალბერტო საქსონელი… ასევე იტალიური პოეზიის თვალმარგალიტი – დანტე ალიგიერი, რისტორო დ’არეცო და ჩეკო დ’ასკოლი.
და ვინჩისდა სამწუხაროდ, მან ლათინური ენა დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა და თავის ჩანაწერებსაც მხოლოდ მშობლიურ, იტალიურ ენაზე აკეთებდა. თუმცა, ეს პრობლემა დიდმა ერუდიტმა 30 წლის ასაკში მაინც გადაჭრა. სწორედ მაშინ დაეუფლა იგი დამოუკიდებლად ლათინურ ენის ავან-ჩავანს. – (ავტორი გენია.ჯი)