ზიგმუნდ ფროიდი – „ეპიზოდი”
ფსიქოანალიზის გენიალური ავსტრიელი ფუძემდებელი – ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939 წლები) თავადვე იტანჯებოდა ფობიით. და თან არა ერთით, არამედ რამდენიმეთი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ყველაზე მეტად მას მაინც – „სიდეროდრომოფობია” ანუ მატარებლით მგზავრობის შიში ტანჯავდა. ამიტომაც ასოცირდებოდა ხოლმე მისთვის მატარებლით მგზავრობა – ნამდვილ წამებასა და ტანჯვასთან. გარდა სიდეროდრომოფობიისა, ფროიდი ასევე შეპყრობილი გახლდათ – „ჰოპლოფობიითაც” (იარაღის შიში). აღნიშნულ ფობიას იგი თავის ემოციურ სიმწიფეს აბრალებდა. მაგრამ, ეს არ იყო ის ბოლო ფობია, რომელიც ამ დიდ ფსიქოლოგს თრგუნავდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ზიგმუნდის მორიგ ფობიას გვიმრების შიში ანუ – „პტერიდოფობია” წარმოადგენდა. რთული სათქმელია, საიდან გაუჩნდა ეგზომ უცნაური ფობია ფროიდს ასე უწყინარი მცენარის მიმართ, რადგან თავად არასოდეს არ ხსნიდა ამის მიზეზს. – (ავტორი გენია.ჯი)