„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ნუ შევეხებით მამა-შვილის ურთიერთობას, მათი პირადი ჩვენი უფლებების გარეშეა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგი კაცი, გადაგდებული პურის ნატეხი რომ დაინახოს, აიღებს, სახელოთი გადასწმენდს, სულს შეუბერავს და მერე აკოცებს – ამაზე ფეხის დადგმა ცოდვაა, კაცის ოფლით არის მოყვანილიო”.
* * *
„ვისაც შფოთიანი ცხოვრება აქვს გამოვლილი, მას საამბობელიც ბევრი ექნება – სამწუხაროც და სასაცილოც”.
* * *
„ამოდენა ქვეყანაზე თავშესაფარი არა გქონდეს, საქმეა ეს?..”
* * *
„კაცი ცოდვილი სხვის ცოდოს ნუ განსჯის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი მისთვის კუთვნილს ნადირივით იფარავს ხოლმე”.
* * *
„არის ხალხი, გაუმაძღარი წურბელასავით რომ ეკრება ცხოვრებას”.
* * *
„არიან ადამიანები, რომელთათვისაც ხუმრობა ისე აუცილებელია, როგორც სუნთქვა, წყლის სმა. უამისოდ გაძლება არ შეუძლიათ”.
* * *
„არიან ისეთი ძუნწებიც, პურს რომ სჭამენ, ისიც კი ენანებათ, ვაითუ ხვალისთვის აღარ მეყოს და მერე რა მეშველებაო”.
* * *
„მოიპოვე უფლება!” – (ავტორი გენია.ჯი)