ლევ ტოლსტოი წერდა…
„ჭეშმარიტი სიყვარული ისაა, რომელიც განშორებას გაუძლებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭკუის წინაშე მოწიწებას ვგრძნობ!”
* * *
„ახალგაზრდობის დროს ჩვენ მხოლოდ ვნებით გვიყვარს. მაგრამ როცა ვნების ბურუსი ნელნელა იწყებს ქრობას და მის ბუნდოვანებაში უნებურად შეიჭრება გონების ნათელი სხივი და ჩვენი ვნების ობიექტს მისი ნამდვილი სახით, ღირსებითა და ნაკლით დავინახავთ, ზოგიერთი ნაკლი, როგორც მოულოდნელობა, მკაფიოდ, გადაჭარბებულად გვეცემა ხოლმე თვალში, ახლისადმი ლტოლვის გრძნობა და იმედი იმისა, რომ სხვა ადამიანში სრულყოფის პოვნა შეუძლებელი არ არის, ეს გარემოება არა თუ ხელს გვიწყობს წინანდელი ჩვენი ვნების ობიექტურობისადმი გულგრილობა გამოვიჩინოთ, არამედ კიდევაც გვაიძულებს და ჩვენც დაუნანებლად ვტოვებთ მას და წინ გავრბივართ ახალი სრულქმნილების საძებრად”.
* * *
„არიან ქალები, რომლებიც, რაკი ერთხელ შეუყვარდებათ, მთელ თავის სიცოცხლეს შესწირავენ იმას, ვისაც შეიყვარებენ”.
* * *
„მე ვიცნობდი და ვიცნობ კიდეც ბევრს, ძლიერ ბევრ ადამიანს – მოხუცს, ამაყს, თავდაჯერებულს, ფიცხს, რომელნიც, საიქიოს რომ მათთვის ეკითხათ: ვინ ხართ და იქ რას აკეთებდითო, სხვანაირად ვერ გასცემდნენ პასუხს თუ არა ასე: მე ძლიერ წესიერი კაცი ვიყავი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საშინელებაა იმის მოგონება, თუ რამდენი ძვირფასი, საუკეთესო დრო დავკარგეთ”.
* * *
„ადამიანთა მოდგმა შეიძლება მრავალ ნაწილად დავყოთ: მდიდარი და ღარიბი, ავი და კეთილი, სამხედრო და სამოქალაქო, ჭკვიანი და უჭკუო და სხვადასხვა. მაგრამ თითოეულ ადამიანს აქვს თავისი მოსაწონი ნაწილი თუ განყოფილება”.
* * *
„როცა ვინმე მიყვარს, ვერც ქება და ვერც გინება გრძნობას ვერ გამომაცვლევინებს”.
* * *
„სიყვარული არის მისწრაფება სხვა ადამიანს უპოვნო ის, რაც თვით გაკლია”.
* * *
„ნამეტანს ნურაფერს იზამ!” – (ავტორი გენია.ჯი)