ანრი ჟიული – „ეპიზოდი”
კონდეს მე-5 პრინცი – ანრი ჟიულ დე ბურბონ-კონდე (1643-1709 წლები) ერთობ უცნაური და საშინელი დაავადებით – „კლინიკური ლიკანთროპიით” იტანჯებოდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში („კლინიკური ლიკანთროპია” გახლავთ ფსიქიკური აშლილობის ფორმა, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ თავს ამა თუ იმ სახეობის ცხოველად მიიჩნევს). ცნობისთვის, გარდა ფრანგი პრინცისა, იგივე ავადმყოფობით თავის დროზე შეპყრობილი იყო სომხეთის ცნობილი მეფე – თრდატ III დიდიც.
ზემოაღნიშნული დაავადების გამოისობით, ტახტის უპირველესი მემკვიდრე ჰალუცინაციების მსხვერპლი ხშირად ხდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, მას თავისი თავი ხან კურდღლად, ხან მგლად, ხან ღამურად და ხანაც ძაღლად წარმოედგინა. ასე მაგალითად: ერთხელ სამეფო ნადირობის ჟამს, ილუზიების ტყვეობაში მყოფმა ანრიმ მიიჩნია, რომ მეძებარ ძაღლად იქცა და ძაღლის მსგავსადვე ყეფას მოჰყვა; სხვა დროს პრინცმა საკუთარი თავი ცოცხალ-მიცვალებულად ჩათვალა, რის გამოც საკვების მიღება საერთოდ შეწყვიტა. ამ მდგომარეობიდან კონდე მისმა ქვეშევრდომებმა დიდი ძალისხმევის გაღების შედეგად გამოიყვანეს.
ცხოველები ცხოველებად და, რამდენჯერმე დაჰალუცინაციებულმა ანრიმ მცენარედაც კი მიიჩნია თავი. მცენარეებს წყლით მორწყვა რომ ესაჭიროებათ ხოლმე, ყველასათვის ცნობილი ფაქტია. ამიტომაც, ასეთი შემოტევისას იგი დედიშობილა (სრულიად შიშველი) ჩადიოდა ვერსალის დიდებულ ბაღში, რა დროსაც მსახურებს უბრძანებდა მცენარეების მსგავსად „მოერწყათ წყლით” იგი.
რომ არა ანრის ესოდენ მაღალი სტატუსი, კონდე თავის ცხოვრებას ფსიქიატრიულ კლინიკებში გალევდაო, – ერთმნიშვნელოვნად შენიშნავენ ისტორიკოსები. – (ავტორი გენია.ჯი)