ფელიქს ფორი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის რესპუბლიკის რიგით მე-7 პრეზიდენტის – ფელიქს-ფრანსუა ფორის (1841-1899 წლები) უცნაურ გარემოებაში გარდაცვალება იმთავითვე იქცა ბოროტი ხუმრობების გამომწვევ მიზეზად მისი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. ცნობილია, რომ ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე 1899 წლის 16 თებერვალს თავის სამუშაო კაბინეტში აღესრულა. (ავტორი გენია.ჯი) ოფიციალური ვერსიის თანახმად იგი – ინსულტმა იმსხვერპლა. თუმცა, რისგან იყო ინსულტი გამოწვეული, არ გასაჯაროებულა. მოგვიანებით გაირკვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა სული სქესობრივი აქტის მიმდინარეობის პროცესში განუტევა. გარდა ამისა, დადგინდა ისიც, რომ მის „უკანასკნელ პარტნიორს” საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი კურტიზანი ქალი – მარგარიტ სტეინჰაილი წარმოადგენდა.
საინტერესოა ის გარემოება, რომ პრეზიდენტის უცნაურ სიტუაციაში გარდაცვალების შემდეგ, მარგარიტს მართლმსაჯულებამ ბრალი დასდო საკუთარი მეუღლისა და დედამთილის განზრახ მკვლელობაში, თუმცა ბრალი არ დაუმტკიცდა და სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლდა. მიუხედავად ამისა, სტეინჰაილს ხალხმა მაინც ერთობ მრავლისმეტყველი თიკუნი – „დამკრძალავი ბიურო” შეარქვა. – (ავტორი გენია.ჯი)
მარგარიტ სტეინჰაილი