ვოლტერი – „ეპიზოდი”
„ვოლტერად” ცნობილი ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ფილოსოფოსი და ლიტერატორი – ფრანსუა მარი არუე (1694-1778 წლები), ვისაც ევროპის მეფეები ხშირად იწვევდნენ თავიანთ სამეფო კარზე, მუზად ქცეულმა საყვარელმა ქალმა – ემილი დიუ შატლემ, მისდა საუბედუროდ, სხვა მამაკაცში გაცვალა. (ავტორი გენია.ჯი) მრავალწლიანი რომანტიკული ურთიერთობა ვოლტერთან თავად ფრანგმა ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა ქალმა გაწყვიტა. ამ უკანასკნელმა გენიალურ ფრანგ მოაზროვნეს თავისივე საყვარლის უახლოეს მეგობართან და კოლეგასთან – ჟან-ფრანსუა სენ-ლამბერთან უღალატა. ეს ტრაგიკული მოვლენა ვოლტერმა ძალიან მტკივნეულად განიცადა. „სინამდვილე საშინელებააო!” – უთქვამს კიდეც მაშინ საშინლად გულგატეხილსა და შეურაცხყოფილს. სწორედ ამის შემდგომ ჩამოუყალიბდა ფრანსუას „მშვენიერი სქესის” წარმომადგენელთა მიმართ ერთგვარი უნდობლობა და ამიტომაც სცემდა ნაკლებად პატივს მათ. ვოლტერის დამოკიდებულება სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ კარგად ჩანს მისივე სიტყვებშიც – „ქალები ცდილობენ შეიყვარონ ახალგაზრდა, ლამაზი, გულუხვი კაცები, მაგრამ რაკი თავისი ბუნებით მრუშნი და მხდალნი არიან, გამდიდრების მიზნით, ან იმისთვის, ბებერ ინვესტორს ან ჯარისკაცს სიცოცხლე შეუნარჩუნონ, უმალვე ყველაფერს თმობენ. ქალები ცვალებადნი არიან და ქმრებს თვალს უხვევენ. მერე ცხარე ცრემლით დასტირიან და ახალი საყვარლის პოვნაზე ოცნებობენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
ემილი დიუ შატლე
ჟან-ფრანსუა სენ-ლამბერი