პოლიკარპე კაკაბაძე წერდა…

„მეფე სულ მართალია, სანამ მეფობს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქვეყნად ასეა, ვისაც ძალა მივეც, დამთრგუნა”.

* * *

„ზნეობის მღრნელი ჭირი მთელ ერს ემუქრება დღეს”.

* * *

„სასტიკები ვართ, ადამიანები!”

* * *

„ადამიანის ნამდვილი სახე ცნობილია მხოლოდ ზეცისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სული ცრუთ მიჩანს. ჩვენი ნამდვილი ნეტარების წყარო ხორცია”.

* * *

„კაცი მსგავსთ შორის ღვთის ფიცით და ყალბი ალერსით უფრო მძვინვარედ იმხეცებს და მეტსაც მოიხვეჭს, ვიდრე ურჩხული გრძელი რქებით”.

* * *

„ყარს შინ ძმათა შორის დაღვრილი სისხლი”.

* * *

„ცოცხალნი მუდამ ცხვირ-პირით ვეჯახებით ხოლმე ერთიმეორეს”.

* * *

„გთხოვთ, ვით ცოდვილისთვის, ილოცეთ ჩემთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება