იაპონიის იმპერატორი – „ეპიზოდი”
აცტეკ მბრძანებელთა მსგავსად, ქვეშევრდომები მიწაზე ფეხს საუკუნეების განმავლობაში არ ადგმევინებდნენ (პირდაპირი გაგებით) იაპონიის იმპერატორებსაც. აცტეკების რწმენით, იმ შემთხვევაში, თუ მათი იმპერატორი ფეხს მიწას ოდნავადაც კი შეახებდა, უბედურება გარდაუვლად ეწვეოდა მექსიკის ინდიელთა ყველაზე მრავალრიცხოვან ხალხს. მათ შორის, საშინელი მიწისძვრის სახითაც, რასაც შესაძლოა სამყაროს დასასრული მოჰყოლოდა თან. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, აცტეკ და იაპონელ იმპერატორებს მსახურები ყოველთვის პალანკინით ანუ მხრებზე დასადგამი ტახტრევნით დაატარებდნენ. ეს წესი იმდენად ღრმად ფესვ გადგმული იყო იაპონიაში, რომ „ამომავალი მზის ქვეყნის” პირველი იმპერატორი, ვინაც პალანკინიდან ცხენზე გაბედა გადაჯდომა მგზავრობისას, მოსახლეობამ – შეშლილადაც კი შერაცხა.
გარდა იმისა, რომ თვალის შევლება უბრალო მოკვდავთათვის არას დიდებით არ შეიძლებოდა იაპონიის იმპერატორზე, ასევე არ შეიძლებოდა მასზე ოდნავი შეხება თითითაც კი (მხედველობაში არ მიიღება ოჯახის წევრები). ის კი არადა, იგი თავისი უახლოესი გარემოცვის წევრებსაც შირმის მიღმიდან ელაპარაკებოდა (დასაკეცი გადასატანი ტიხრი, წარმოადგენს ანჯამებით ერთმანეთზე გადაბმულ რამდენიმე ჩარჩოს, რომლებზედაც ქსოვილია გადაკრული). და, რადგანაც იმპერატორის სხეულზე ხელით შეხება დაუშვებელი რამ იყო ქვეშევრდომებისთვის, ფეხისა და ხელის ფრჩხილებს თავიანთ ბატონს დროდადრო საკუთარი კბილების საშუალებით აჭრიდნენ (აკვნეტდნენ) სპეციალურად ამ საქმისათვის გაწაფული მსახურები. – (ავტორი გენია.ჯი)
იაპონური პალანკინი