ლევ ტოლსტოი წერდა…

„ჩემი აზრით, შეუსაბამობა ადამიანის მდგომარეობასა და მის ზნეობრივ მოღვაწეობას შორის ჭეშმარიტების უნამდვილესი ნიშანია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიძულვილი სიამეს იმაში პოულობს, რომ ადამიანს სიავე უყოს”.

* * *

„მკვდრებს მაინც პატივით უნდა იხსენიებდეთ”.

* * *

„ცნობისმოყვარეობის გავლენით, ადამიანი რაღაც ტკბობას პოულობს, რომ უეცრად უფსკრულის პირს მიადგება და ფიქრობს: „რა იქნება, რომ გადავარდე?” ან გატენილ დამბაჩას შუბლზე მიიდებს და ფიქრობს: „ერთიც ვნახოთ, ფეხი გამოვუშალე?”

* * *

„არის ხოლმე წუთები, როცა მომავალი ადამიანს ისე საშინლად ეჩვენება, რომ ეშინია იმაზე შეაჩეროს გონების თვალი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაც მოსასვლელია, არ აგცდება”.

* * *

„ყოველთვის ბოროტებით მიხდიდნენ სამაგიეროს იმ სიკეთისათვის, რასაც სხვებს ვუკეთებდი, მაგრამ სასყიდელს მე ზეცისგან ველი”.

* * *

„დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანზე ისეთი გასაოცარი გავლენა არაფერს აქვს, როგორც მის გარეგნობას, და იმდენად არც თუ გარეგნობას, რამდენადაც იმ რწმენას – სანდომიანი ხარ თუ არასანდომიანი”.

* * *

„ყველა ხომ ჭკვიანი არ იქნება, ვინმე სულელიც უნდა იქნეს”.

* * *

„მე სიმართლე მიყვარს!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება