ვლადიმერ ლენინი – „ეპიზოდი”
ბავარიული ლუდისა და ბეთჰოვენის მუსიკალური ნაწარმოების – „აპასიონატას” მოყვარულ მსოფლიო პროლეტარიატის რუს ბელადს – ვლადიმერ ლენინს (1870-1924 წლები), გამელოტება ცხოვრების ადრეულ ეტაპზევე დაეწყო, რის გამოც ახალგაზრდულ ასაკში მყოფი თავის მოკრძალებულ ასაკთან შედარებით გაცილებით უფროსი ასაკის ადამიანად გამოიყურებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც იყო, ჯერ კიდევ 25 წლის ასაკში მყოფს ზედსახელად – „ბებერი” და „მელოტი” რომ შეურჩიეს. ერთ-ერთმა რუსმა რევოლუციონერმა – ვასილი შელგუნოვმა კი, თავისი პირადი შთაბეჭდილება ლენინის გარეგნობის შესახებ მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ ასეთი სიტყვებით გამოხატა – „ამ უდროოდ გამელოტებულ ახალგაზრდა კაცს ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდათ დანაოჭებული აქვსო. ამიტომაც მან ჩემზე 40 წლის მამაკაცის შთაბეჭდილება უფრო დატოვა, ვიდრე ახალგაზრდა კაცისო”. – (ავტორი გენია.ჯი)