იცით თუ არა, რომ?!
1. მძღოლისათვის განკუთვნილ სატვირთო ავტომობილის „კაბინას” ქართულად – „მძღოლისა” ეწოდება. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ტერმინი „ტელევიზია” პირველად გამოგონებული და გამოყენებული იქნა 1900 წელს რუსი სწავლულის – კონსტანტინე პერსკის მიერ.
* * *
3. პოპულარული იაპონური ტრანსნაციონალური კომპანიის – „Sony”-ს თავდაპირველი სახელწოდება – „Totsuko” გახლდათ.
* * *
4. საყოველთაოდ ცნობილი არგენტინელი რევოლუციონერის – ერნესტო ჩე გევარას საყვარელ ცეცხლსასროლ იარაღს – „სტეჩკინი” წარმოადგენდა.
* * *
5. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „უდაბნოს ხომალდებად” წოდებული აქლემები იმდენად დაფასებული ცხოველები არიან, რომ მათდამი პატივისცემის ნიშნად, ავტომობილის მძღოლები ვალდებულნი არიან დიდსულოვნად დაუთმონ გზა უდაბნოს კუზიან მეფეებს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ბელორუსის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ერთ-ერთ უდიდეს ბიბლიოთეკად არის მიჩნეული მსოფლიოში – 9 მილიონი წიგნია დაცული.
* * *
7. იმისათვის, რომ გენიალურ ნიდერლანდელ ფერმწერს – იან ვერმეერს თავის რჩეულ ქალზე – კატარინა ბოლენესზე ექორწინა, ნიდერლანდული რეფორმატორული ეკლესიის რელიგიური დოგმები უარყო და კათოლიკედ მოექცა.
* * *
8. დღეისათვის ველურ ბუნებაში 400-ზე მეტი სახეობის მაიმუნი (პრიმატი) ბინადრობს.
* * *
9. ფართობის მიხედვით ნორვეგიის ყველაზე დიდ ქალაქს „ნორვეგიის ჩრდილოეთის დედაქალაქად” წოდებული – ტრომსე წარმოადგენს. ამ უკანასკნელის სრული ფართობი (2 523 კვადრატული კილომეტრი) ქვეყნის დედაქალაქ ოსლოს ფართობს (454 კვადარული კილომეტრი) ხუთჯერ აღემატება.
* * *
10. მეცნიერთა მტკიცებით, სოფლის სამეურნეო საქმიანობას ხელი პირველად კაცობრიობამ ჩვ.წ.აღ-მდე 10 000 წელს მიჰყო. – (ავტორი გენია.ჯი)