აშშ-ის პრეზიდენტების არჩევანი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი თავისი საპატიო მოვალეობის აღსრულებას შეუდგება, ინაუგურაციიდან პირველი ერთი კვირის განმავლობაში ვალდებულია პირადად გადაწყვიტოს, გარდაცვალების შემთხვევაში როგორი მეთოდით უნდა დაიკრძალოს იგი – როგორც უბრალო მოკვდავი ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე თუ სრული სახელმწიფო პატივით. (ავტორი გენია.ჯი) ამ უჩვეულო ტრადიციას სათავე აშშ-ის რიგით მე-9 პრეზიდენტის – უილიამ ჰარისონის (1773-1841 წლები) უდროო გარდაცვალების შემდგომ ჩაეყარა. ეს უკანასკნელი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით მართავდა ამერიკას, რადგან ინაუგურაციიდან სულ რაღაც ოცდაათიოდე დღეში განუტევა სული. იგი ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გაცივდა, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა თან.
აშშ-ის უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელმაც ჩვეულებრივი მოკვდავის მსგავსი დაკრძალვა არჩია, პოსტიდან სკანდალურად გადამდგარი ქვეყნის რიგით 37-ე მმართველი – რიჩარდ ნიქსონი (1913-1994 წლები) გახლდათ. აი, 2018 წელს გარდაცვლილი აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი – ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში კი მიწას 2018 წელს სრული სახელმწიფო პატივით მიაბარეს, რადგან ასეთი იყო მისი არჩევანი. – (ავტორი გენია.ჯი)