დეკოლტე – „ეპიზოდი”

რიგ ისტორიულ წყაროებს თუ ვერწმუნებით, საფრანგეთის მეფე – ლუი XIII დე ბურბონი ერთობ მოკრძალებული და უპრეტენზიო ადამიანი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მის ხელში იყო, არ იტაცებდა ვნებიანი და თავბრუდამხვევი რომანები მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან. არ იტაცებდა არც სიმდიდრე, არც ფუფუნება. (ავტორი გენია.ჯი) მისი მმართველობის დაწყების ჟამს სამეფო კარის ჩაცმულობის (მოდის) მთავარ კრიტერიუმს – ელეგანტური ჩაცმულობა წარმოადგენდა. იმავე პერიოდში, მოდის მიმდევარი ქალბატონები (მამაკაცთა გულის გასახარად) თავიანთ კაბებზე ღრმა დეკოლტეებს ატარებდნენ (კაბა, რომელსაც გული ღრმად აქვს ამოჭრილი). მოდის აყოლამ მანდილოსნების ნაწილს მოკრძალება სრულიად დააკარგვინა, რაც იმაში გამოიხატა, რომ კაბებზე დატანილი ღრმა დეკოლტეები მათმა კიდევ უფრო „გააღრმავეს”. შედეგად, უფრო მეტადაც მოიშიშვლეს უსირცხვილოდ მკერდი.

„ღია” ჩაცმულობის ასეთი ტენდენცია აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა ფრანგი მონარქისთვის, რაც მალევე ცხადი გახდა ყველა მისი ქვეშევრდომისთვის.

ერთხელ, როდესაც სამეფო კარზე მორიგი წვეულება იმართებოდა ფრანგ დიდებულთა მთელი დასის მონაწილეობით, ლუი XIII დე ბურბონის ყურადღება ერთმა განსაკუთრებული სილამაზით შემკულმა პუატიელმა ქალიშვილმა იმით მიიპყრო, რომ მას სხვებთან შედარებით, ყველაზე „გულახდილი” დეკოლტე ჰქონდა დატანილი კაბაზე. ყველასათვის მოულოდნელად, განრისხებული მეფე მასთან მიიჭრა და გაოგნებული დამსწრე საზოგადოების თვალწინ შიგ დეკოლტეში – ჩააფურთხა მოდას აყოლილ არისტოკრატ ქალიშვილს, ვისი სახელიც სამწუხაროდ, ისტორიამ ვერ შემოგვინახა.

მეფის ამგვარმა ქმედებამ შედეგად ის გამოიწვია, რომ ფრანგი ქალბატონები 1643 წლამდე (ლუის გარდაცვალებამდე) მაქსიმალურად ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტად დახურული კაბები ეტარებინათ. – (ავტორი გენია.ჯი)

ლუი XIII დე ბურბონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>